29 May 2018

გაკვეთილი 15 - პირების შეწყობა. ზმნის ცვლა პირების მიხედვით

29 მაისს ჩატარდა რიგით მეთხუთმეტე საწეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე:პირების შეწყობა.ზმნის ცვლა პირების მიხედვით.ბავშვებმა მოცემული ტექსტიდან ამოიწერეს ზმნები, შეუწყვეს პირის ნაცვალსახელები.ადვილად ახერხებდნენ ზმნის ცვლას პირების მიხედვით. მუშაობა ხალისიანად და ნაყოფიერად ჩატარდა.

22 May 2018

გაკვეთილი 14 - მეტყველების ნაწილები. ზმნა. ვარჯიში მათ ამოცნობაზე.

დღეს22 მაისს ჩატარდა მეთოთხმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. გავიხსენეთ
და განვამტკიცეთ ცოდნა ზმნის შესახებ.
შევადგინეთ წინადადებები ზმნის გამოყენებით, მივუთითეთ ზმნის დრო.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა რის შედეგადაც
მოხდა მოსწავლეებში ცოდნის განმტკიცება.

08 May 2018

გაკვეთილი 12 - მეტყველების ნაწილები. ნაცვალსახელი.


 8 მაისს ჩატარდა მეთორმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე მეტყველების ნაწილები-ნაცვალსახელი. გავიხსენეთ და განვიმტკიცეთ ცოდნა ,,ნაცვალსახელის" შესახებ. შევასრულეთ სავარჯიშოები დაფაზე.შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.



01 May 2018

გაკვეთილი 11 - მართლწერის საკითხები რიცხვით სახელებთან დაკავშირებით

დღეს 1 მაისს ჩატარდა მეთერთმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე -მართლწერის საკითხები რიცხვით სახელებთან დაკავშირებით.მართლწერის საკითხებზე მუშაობით  განვიმტკიცეთ და გავიღრმავეთ ცოდნა რიცხვით სახელებზე.შეხვედრამ  ხალისიანად ჩაიარა.

ბოლო ჩანაწერი

გაკვეთილი 17 - შემაჯამებელი მუშაობა. ვარჯიში მეტყველების ნაწილების ამოცნობაზე

დღეს 12 ივნისს ჩატარდა რიგით მეჩვიდმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.  მოსწავლეებმა დაწერეს შემაჯამებელი სამუშაო. ბავშვებმა შეასრულეს...