27 February 2018

გაკვეთილი 3 - არსებით სახელთა ბრუნება (ბოლოთანხმოვნიანი და ბოლო ხმოვნიანი)

დღეს  ჩატარდა  მესამე  საწრეო მუშაობა ქართულ  ენაში. გავიხსენეთ  და განვიმტკიცეთ ცოდნა  თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი სახელების შესახებ. წაკითხული ტექსტიდან ამოვიწერეთ თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი  სახელები.თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი სახელების გამოყენებით შევადგინეთ წინადადებები.

20 February 2018

გაკვეთილი 2 - მეტყველების ნაწილები. არსებითი სახელები. ვარჯიში მათ ამოცნობაზე

ბავშვებს გავაცანი მეტყველების ნაწილები. (სიტყვათა კლასები) ავუხსენი, რომ ენის მთელი საგანძყრი სიტყვათა რამდენიმე დიდ და მნიშვნელოვან ჯგუფად ნაწილდება. დღეს ერთი ჯგუფი - არსებითი სახელები გავიცანით.

13 February 2018

გაკვეთილი 1 - საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა

მოსწავლეებს გავაცანი წრის ჩამოყალიბების მიზანი. ავუხსენი, რომ ქართული ენის გრამატიკის სწავლებას ნაკლები დრო ეთმობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. წრეზე მუშაობის დროს ვეცდებით თითოეული საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ.

ბოლო ჩანაწერი

გაკვეთილი 17 - შემაჯამებელი მუშაობა. ვარჯიში მეტყველების ნაწილების ამოცნობაზე

დღეს 12 ივნისს ჩატარდა რიგით მეჩვიდმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.  მოსწავლეებმა დაწერეს შემაჯამებელი სამუშაო. ბავშვებმა შეასრულეს...