12 June 2018

გაკვეთილი 17 - შემაჯამებელი მუშაობა. ვარჯიში მეტყველების ნაწილების ამოცნობაზე


დღეს 12 ივნისს ჩატარდა რიგით მეჩვიდმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.
 მოსწავლეებმა დაწერეს შემაჯამებელი სამუშაო.
ბავშვებმა შეასრულეს   სავარჯიშოები, რის შედეგადაც
მოხდა მათ მიერ შესწავლილი და განმტკიცებული ცოდნის
შეჯამება გრამატიკულ საკითხებში. ამით დამთავრდა წელს საწრეო მუშაობა.ბავშვები წრის მუშაობით კმაყოფილები არიან და სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს გააგრძელონ საწრეო მუშაობა.

05 June 2018

გაკვეთილი 16 - ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები: ზმნიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი, შორისდებული


დღეს 5 მაისს ჩატარდა მეთექვსმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. ჩვენი შეხვედრის თემა გახლდათ
ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები: ზმნიზედა,თანდებული, კავშირი
ნაწილაკი.შევასრულეთ სავარჯიშოები.. შევადგინეთ წინა-დადებები მათი
გამოყენებით. მოვახდინეთ წინადადებებიდან ზმნიზედების გამოყოფა კითხვების დახმარებით.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, შეხვედრის შედეგად მოხდა მოსწავლეებში ცოდნის
განმტკიცება-გაღრმავება.

29 May 2018

გაკვეთილი 15 - პირების შეწყობა. ზმნის ცვლა პირების მიხედვით

29 მაისს ჩატარდა რიგით მეთხუთმეტე საწეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე:პირების შეწყობა.ზმნის ცვლა პირების მიხედვით.ბავშვებმა მოცემული ტექსტიდან ამოიწერეს ზმნები, შეუწყვეს პირის ნაცვალსახელები.ადვილად ახერხებდნენ ზმნის ცვლას პირების მიხედვით. მუშაობა ხალისიანად და ნაყოფიერად ჩატარდა.

22 May 2018

გაკვეთილი 14 - მეტყველების ნაწილები. ზმნა. ვარჯიში მათ ამოცნობაზე.

დღეს22 მაისს ჩატარდა მეთოთხმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. გავიხსენეთ
და განვამტკიცეთ ცოდნა ზმნის შესახებ.
შევადგინეთ წინადადებები ზმნის გამოყენებით, მივუთითეთ ზმნის დრო.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა რის შედეგადაც
მოხდა მოსწავლეებში ცოდნის განმტკიცება.

08 May 2018

გაკვეთილი 12 - მეტყველების ნაწილები. ნაცვალსახელი.


 8 მაისს ჩატარდა მეთორმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე მეტყველების ნაწილები-ნაცვალსახელი. გავიხსენეთ და განვიმტკიცეთ ცოდნა ,,ნაცვალსახელის" შესახებ. შევასრულეთ სავარჯიშოები დაფაზე.შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.



01 May 2018

გაკვეთილი 11 - მართლწერის საკითხები რიცხვით სახელებთან დაკავშირებით

დღეს 1 მაისს ჩატარდა მეთერთმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე -მართლწერის საკითხები რიცხვით სახელებთან დაკავშირებით.მართლწერის საკითხებზე მუშაობით  განვიმტკიცეთ და გავიღრმავეთ ცოდნა რიცხვით სახელებზე.შეხვედრამ  ხალისიანად ჩაიარა.

24 April 2018

გაკვეთილი 10 - რიცხვითი სახელები: რაოდენობითი, რიგობითი, წილობითი სახელები.

24 აპრილს ჩატარდა  საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე:რიცხვითი სახელები, რაოდენობითი,რიგობითი,წილობითი სახელები.განვიმტკიცეთ ცოდნა და გავიხსენეთ რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი სახელები.წაკითხული ტექსტიდან ამოვიწერეთ რიცხვითი სახელები.დავახარისხეთ რაოდენობრივ და რიგობრით რიცხვით სახელებად.შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.







03 April 2018

გაკვეთილი 7 - ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმათა წარმოება



დღეს (3 აპრილს) ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე:ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმათა წარმოება.პატარებმა შეძლეს ზედსართავ სახელებში ხარისხის ფორმის გარჩევა:დადებითი, უფროობითი და ოდნაობითი.







27 March 2018

გაკვეთილი 6 - მეტყველების ნაწილები. ზედსართავი სახელი. ვარჯიში მათ ამოცნობაზე.

დღეს (27 მარტს) ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაძე: ზედსართავი სახელი. ვარჯიში მათ ამოცნობაზე.შევადგინეთ წინადადებები ზედსართავი სახელის  გამოყენებით. შეხვედრამ საინტერესოდ და ხალისიანად  ჩაიარა.შეხვედრის შედეგად მოხდა მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება.

20 March 2018

გაკვეთილი 5 - არსებითი სახელის მრავლობითი რიცხვი

დღეს ჩატარდა მეხუთე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში თემაზე: არსებითი სახელის  მრავლობითი რიცხვი.

06 March 2018

გაკვეთილი 4 - არსებით სახელთა ბრუნება. კუმშვა და კვეცა.

 6 მარტს  ჩატარდა მეოთხე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.გავიხსენეთ და განვიმტკიცეთ ცოდნა არსებით სახელთა  ბრუნებისა და კუმშვისა და კვეცის შესახებ. მოცემული ტექსტიდან ამოვიწერეთ კუმშვადი და კვეცადი სახელები. შეხვედრამ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა










27 February 2018

გაკვეთილი 3 - არსებით სახელთა ბრუნება (ბოლოთანხმოვნიანი და ბოლო ხმოვნიანი)

დღეს  ჩატარდა  მესამე  საწრეო მუშაობა ქართულ  ენაში. გავიხსენეთ  და განვიმტკიცეთ ცოდნა  თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი სახელების შესახებ. წაკითხული ტექსტიდან ამოვიწერეთ თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი  სახელები.თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი სახელების გამოყენებით შევადგინეთ წინადადებები.

20 February 2018

გაკვეთილი 2 - მეტყველების ნაწილები. არსებითი სახელები. ვარჯიში მათ ამოცნობაზე

ბავშვებს გავაცანი მეტყველების ნაწილები. (სიტყვათა კლასები) ავუხსენი, რომ ენის მთელი საგანძყრი სიტყვათა რამდენიმე დიდ და მნიშვნელოვან ჯგუფად ნაწილდება. დღეს ერთი ჯგუფი - არსებითი სახელები გავიცანით.

13 February 2018

გაკვეთილი 1 - საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა

მოსწავლეებს გავაცანი წრის ჩამოყალიბების მიზანი. ავუხსენი, რომ ქართული ენის გრამატიკის სწავლებას ნაკლები დრო ეთმობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. წრეზე მუშაობის დროს ვეცდებით თითოეული საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ.

ბოლო ჩანაწერი

გაკვეთილი 17 - შემაჯამებელი მუშაობა. ვარჯიში მეტყველების ნაწილების ამოცნობაზე

დღეს 12 ივნისს ჩატარდა რიგით მეჩვიდმეტე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.  მოსწავლეებმა დაწერეს შემაჯამებელი სამუშაო. ბავშვებმა შეასრულეს...